საინფორმაციო ბიულეტენი #1 (ივლისი, 2021)

#1 | 2021 წლის ივლისი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვეშეთი-კობის გზის პროექტის საინფორმაციო გვერდზე! აღნიშნული ყოველკვარტლური ბიულეტენი მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ბოლო სიახლეებისა და რესურსების შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შედგენილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ეს ვიდეო ან გაეცნოთ პროექტის საჯარო დოკუმენტაციას და ხშირად დასმულ შეკითხვებს.

მთავარი ამბავი

შეხვედრები ხადის მოსახლეობასთან

პროექტის ფარგლებში გრძელდება დაინტერესებული მხარეების შეხედულებების გაზიარება, სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში ხადის ხეობის მოსახლეობასთან ორი შეხვედრა გაიმართა.

17 მარტს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ADB-ის წარმომადგენლები სოფელ წკერეს მოსახლეობას შეხვდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშენებლობის პროცესი, ვიბრაცია, მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგ წვდომა ადგილობრივ ტერიტორიაზე, ტურიზმი და სხვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ADB–მ პასუხი გასცეს მოსახლეობის შეკითხვებს და გაუზიარეს მათ ინფორმაცია და აუდიო-ვიზუალური მასალა, იმისთვის, რომ აეხსნათ, თუ რა ზომები იქნება პროექტის ფარგლებში მიღებული წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.

18 ივნისს, გუდაურში პროექტის გუნდისათვის გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ხადის ხეობის მოსახლეობის საჭიროებების შეფასების ძირითადი მიგნებები იქნა წარმოდგენილი. სემინარს ხადის ხეობის 41 მაცხოვრებელი, საქართველოს გზების დეპარტამენტის, ADB-ის, UBM-ის, REC Caucasus-ის წარმომადგენლები და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ესწრებოდნენ. პროექტის გუნდმა წარმოადგინა საზოგადოების განვითარებისა და საარსებო წყაროების გაუმჯობესების მოსალოდნელი შედეგები მშენებლობის ფაზაში და ამასთანავე, სამოქმედო გეგმა+_ის მიზნები. მოსახლეობისგან მიღებული გამოხმაურება ადასტურებს საზოგადოების განვითარებისთვის პრიორიტეტულ სფეროებს.

ორივე შეხვედრა ჩატარდა საქართველოში მოქმედი COVID რეგულაციების სრული დაცვით.

სიახლე

სამედიცინო გამოკვლევები ხეობის მაცხოვრებლებისთვის

პროექტის მიერ ორგანიზებული სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის 70-ზე მეტმა მაცხოვრებელმა უფასო სამედიცინო შემოწმება გაიარა და მედიკამენტები გადაეცა. მოსახლეობამ ქვეშეთის სამედიცინო ცენტრში პროფესიონალი ექიმების, მათ შორის, ზოგადი პრაქტიკოსების, ოფთალმოლოგებისა და კარდიოლოგების მომსახურებით ისარგებლა, ხოლო ის მაცხოვრებლები, ვინც ვერ შეძლეს სამედიცინო ცენტრში მისვლა, სახლში მოინახულეს.

მიმდინარე წელს პროექტი ხელს შეუწყობს უფასო სამედიცინო გამოკვლევების ხელმისაწვდომობას, როგორც ბენეფიციართა სოციალური დახმარების ნაწილს.

მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწების შეფასების, კომპენსაციისა და რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს განსახლების პროცედურებს აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და უხდის შესაბამის კომპენსაციას პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მიწების მფლობელებსა და მიწებით მოსარგებლეებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს განსახლების პროცედურებს ADB-თან და EBRD-თან შეთანხმებული განსახლების გეგმების შესაბამისად და უხდის შესაბამის კომპენსაციას პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიწის მფლობელებს ან მომხმარებლებს.

მიწების ღირებულების დასადგენად დეპარტამენტმა მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც მოამზადა ექსპერტული დასკვნა მიწების საბაზრო ღირებულებების შესახებ. დასკვნის საფუძველზე, პროექტის ზონაში მიწის ერთეულის საბაზრო ღირებულება, თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით, გაიზარდა. დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული ახალი ფასი ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებისა და მოსარგებლეთა 92%-სთვის მისაღები აღმოჩნდა.

ინტერვიუ

ინტერვიუ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელთან

სოფიკო ახობაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) დირექტორია და სპეციალიზირებულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განვითარების თანამშრომლობაზე. RECC, რომლის სათაო ოფისიც თბილისში, საქართველოში მდებარეობს, დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელშესაწყობად არის შექმნილი.

 

რა არის RECC-ის როლი ქვეშეთი-კობის გზის პროექტში?

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) თემის საჭიროებების შეფასების (CAN) მოსამზადებლად იქნა დაქირავებული. 2020 წლის ოქტომბერს, ADB–მ გასცა საჭიროებების შეფასების მომზადების დავალება, საზოგადოების კონკრეტული საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების იდენტიფიცირებისათვის. აღნიშნული ინიციატივა ემყარებოდა ადგილობრივი თემების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პროექტის მზადების პროცესში ჩართულობის შედეგებს.

 

როდის და ვისთან ჩატარდა კონსულტაციები?

თემის საჭიროებების შეფასების ფარგლებში, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე პერიოდში, ხადის ხეობაში ჩატარდა 1 1 ფოკუს ჯგუფის დისკუსია და 185 სწრაფი ოჯახური გამოკითხვა.

 

რა გამოავლინა კვლევამ?

შეფასებამ არაოფიციალური მოლაპარაკებების დროს გამოავლინა პრიორიტეტული სფეროები სასოფლო დონეზე, მიწათსარგებლობისა და საარსებო წყაროს გაუმჯობესების სახით. შეფასება დაგვეხმარა მოსახლეობის ამჟამინდელი და/ან პოტენციური ბიზნეს საქმიანობის, შემდგომი განვითარების საჭიროებებისა და ცოდნის დანაკლისის იდენტიფიცირებაში, ტურიზმის განვითარებასთან მიმართებით. შეფასებამ ასევე გამოავლინა სხვადასხვა სახის ადგილობრივი, ტრადიციული საკვების წარმოების შესაძლებლობა, როგორიცაა თაფლისა და რძის პროდუქტების წარმოება, ასევე, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რაც შესაძლოა იქცეს შემოსავლის ახალ წყაროდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

რა არის შემდეგი ნაბიჯები?

საჭიროებების შეფასების მიგნებები მოგვცემს ხადის ხეობის სრულფასოვანი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო ხადის ხეობისთვის სამოქმედო გეგმა+_ის მომზადების გადაწყვეტილება. გეგმა გააერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის სამოქმედო გეგმას, ხადის ხეობის სივრცითი განვითარების გეგმას, ზონირებისა და მიწათსარგებლობის რეგულაციების ჩათვლით და პრიორიტეტების საინვესტიციო გეგმას, დაუყოვნებლივი და სამომავლო ინვესტიციების წარმართვისთვის, ხეობის მაცხოვრებლების დასახმარებლად. დასკვნები ასევე იძლევა სასარგებლო სარეკომენდაციო ინფორმაციას საარსებო წყაროების გაუმჯობესების პროგრამისა და მოსახლეობის განვითარების ინიციატივების სამომავლო დიზაინისა და განხორციელებისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობა

განახლება პირველ ლოტზე (წკერე-კობის მონაკვეთი)

პროექტის ჩრდილოეთ პორტალზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა საჭირო რეგულაციისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით.

გასულ კვარტალში ჩრდილოეთ პორტალზე, სოფელ კობთან, გვირაბის საბურღი მანქანის (TBM-ის) აწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. პარალელურად მიმდინარეობდა საევაკუაციო გვირაბის ექსკავაციისა და გამაგრების სამუშაოები, ივნისის თვისათვის სამუშაოები დასრულებული იყო 9 კილომეტრიდან 1.3 კილომეტრზე.

ჰაერის ხარისხსა და ხმაურთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჩრდილოეთ პორტალზე, სოფელ კობთან ახლოს მოსალოდნელი არ არის. გავლენა ვიბრაციაზე, ხმაურსა და ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი იქნება სამხრეთ პორტალზე, სოფელ წკერეს მიმდებარედ, სადაც უახლოეს თვეებში დაიწყება საევაკუაციო გვირაბის გათხრისა და დამხმარე სამუშაოები.

განახლება მეორე ლოტზე (ქვეშეთი-წკერეს მონაკვეთი)

სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა მეორე ლოტზეც. მიმდინარეობს საპროექტო არეალის გაწმენდითი სამუშაოები. მიწისქვეშა გადასასვლელზე და სოფელ არახვეთთან, მდინარე არაგვზე მშენებარე ხიდის მე-2 ბურჯის ხიმინჯების სამუშაო დასრულებულია.

ამ ეტაპზე დაიწყო 0.7 კმ.- ზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის კონსტრუქციული სამუშაოები და მე-2 ხიდის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

ასევე, სოფელ არახვეთთან გრძელდება შესასვლელი პორტალის ფერდობის გამაგრების, ხოლო დიდველის პლატოზე პირველი გვირაბის გამოსასვლელი პორტალის სამუშაოები. მიწისქვეშა და ბურღვითი სამუშაოების გამო, ქვეშეთსა და არახვეთთან ახლოს შესაძლებელია იყოს ხმაური. შესაბამისად, სამუშაო საათები გადანაწილდება ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ შეწუხდეს.

დასაქმების შესაძლებლობები

პროექტმა შექმნა არაერთი დასაქმების შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც კვალიფიციური, ასევე, ნახევრად კვალიფიციური და არაკვალიფიციური მსურველებისთვის. დაქირავების პროცესში უპირატესობა ენიჭება პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემების მაცხოვრებლებს.

დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის კომუნიკაცია ხდება სათემო და ჯგუფური შეხვედრების დროს. ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების შესახებ პერიოდულად ქვეყნდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც, სამუშაოს საძიებო ვებსაიტებზე, პროექტის ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე.

მიმდინარე კვარტალში პროექტზე, პირველ ლოტზე დასაქმდა 220 (208 მამაკაცი და 12 ქალი) საქართველოს მაცხოვრებელი, ხოლო მეორე ლოტზე – 55 (52 მამაკაცი და 3 ქალი). აქედან, ჯამში 147  ადამიანი საპროექტო ტერიტორიიდან არის დასაქმებული, კერძოდ, 115 (107 მამაკაცი და 8 ქალი) პირველ ლოტზე და 32 (28 მამაკაცი და 4 ქალი) მეორე ლოტზე სამუშაოდ.

პროექტზე დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი, კვება და მოსასვენებელი ადგილები ხელმისაწვდომია სამშენებლო ბანაკებში, რომლებიც განლაგებულია სამუშაო ადგილების მახლობლად, კობში, არახვეთში და ზაქათკარში. სამშენებლო ბანაკების ექსპლუატაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროექტთან დაკავშირებული, არაპირდაპირი სამუშაო ადგილების შექმნას და შესყიდვების შესაძლებლობებს ადგილობრივი და რეგიონული მომწოდებლებისთვის, ბიზნესებისთვის და მომსახურების მიმწოდებლებისთვის.

დაგეგმილი აქტივობები

ხადის ხეობის სამოქმედო გეგმა+_ის შემუშავება

ხეობის განვითარების სახელმძღვანელოს შესაქმნელად და ახალი გზის მიერ შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სრულყოფილი სამოქმედო გეგმა+_ის მომზადების ვალდებულება აიღო. გეგმა ჩამოაყალიბებს ხეობის სრულყოფილ ხედვას და მოიცავს სივრცით, სოციალურ და ეკონომიკურ განზომილებებს. სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებასა და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს და მიზნად ისახავს ბალანსის დაცვას მოსახლეობის განვითარების მისწრაფებებსა და ბუნების დაცვის საკითხებს შორის. პროცესის დაწყება 2022 წლის იანვარშია მოსალოდნელი და მზადების პერიოდში, დაგეგმილია შეხვედრების სერია ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებთან.

დაინტერესებული მხარეების დასკვნა კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების განვითარების შესახებ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ADB ერთობლივად აწარმოებენ დაინტერესებული მხარეების ორ მოკლე მიმოხილვას კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების განვითარების ინიციატივების შესახებ. მიუხედავად ხადის ხეობის ისტორიული როლისა და მნიშვნელობისა, ტერიტორიის არქეოლოგიის ფართოდ შესწავლა ამ დრომდე არ მომხდარა. ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რათა მშენებლობის პროცესში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ტერიტორიის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა.

საზოგადოების მოთხოვნილებებისა და განვითარების პრიორიტეტების დასადგენად, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საზოგადოების საჭიროებების შეფასება, ხადის ხეობაში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარებული 11 ფოკუს ჯგუფის დისკუსიისა და 185 სწრაფი საოჯახო გამოკითხვის საფუძველზე.

დაინტერესებული მხარეების დასკვნა, რომელიც უზრუნველყოფს არატექნიკურ ინფორმაციას აღნიშნულ ინიციატივებზე, გამოქვეყნდება 2021 წლის ოქტომბერში.

დამატებითი რესურსები

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებსაიტს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო დოკუმენტაციას, ხშირად დასმულ შეკითხვებს და რუკას:
თუ გსურთ საჩივრის შევსება, გთხოვთ, გაეცნოთ ADB-ის საჩივრის განხილვის მექანიზმს აღნიშნულ მისამართზე: