ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა - My WordPress Website
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
  • აპრილი 26, 2024

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

 

გარემოზე ნაკლები ზიანის მისაყენებლად და მდგრადი გარემოს უზრუნველოყოფის შესანარჩუნებლად სპეციალურად კობი-ქვეშეთის გვირავისთვის დამზადდა გვირაბის საბურღი TMB (Tunnel Boring Machine). 9 კმ-იან გვირაბში მალე დაიწყება საბოლოო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მოსახვას, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟსა და გზის საფარის მოწყობას.

 

აღსანიშნავია, რო  ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. რაც შეეხება ზოგადად ქვეშეთი-კობის პროექტს, ჯამში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანია ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. აღნიშნული მონაკვეთი უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით.

 

საქართველოს, როგორც ტურისტული ჰაბის, განსავითარებლად ქვეშეთი-კობის პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელ 5კმ-იანი ახალი გზის მშენებლობას. ახალი გზა უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით, შემციდრება გადაადგილების დროც. შესაბამისად, გუდაურის კურორტი მზად იქნება მეტი ვიზიტორის მისაღებად.

 

ქვეშეთი-კობის პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება. ამას გარდა, ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.

 

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება კი 1.2 მილიარდი ლარია.