პროექტის დასახელევა: ქვეშეთი-კობის გზის პროექტი
დამფინანსებელი სააგენტო:
ლოტი 1 – აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკი
ლოტი 2 – აზიის განვითარების ბანკი
განმახორციელებელი სააგენტო: საავტომობილო გზებბის დეპარტამენტი
მშენებლობის ზედამხედველი კონსულტანტი: იუბიემ ინთერნეიშენალ იუნაითიდ ქონსულთანთს
მშენებელი ორგანიზაცია:
ლოტი 1 – ჩინეთის სარკინიგზო გვირაბების ჯგუფი – CRTG
ლოტი 2 – ჩინეთის სარკინიგზო 23-ე ბიუროს ჯგუფი – CRCC
საქართველოს მთავრობამ წამოიწყო პროგრამა (საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021წწ.) ქვეყანაში ძირითადი გზების მოდერნიზაციისთვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია E117 გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის გზის ინვესტირების მთავარი მიზანია შენარჩუნდეს სატრანსპორტო მოძრაობის უწყვეტობა ზამთრის პერიოდში (ისტორიულად წლის ამ დროს ტრანსპორტირება ხშირად ფერხდება), გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებით და მგზავრებისა და გადამზიდავი კომპანიებისთვის შემცირდეს მგზავრობისთვის საჭირო დრო. ახალი ქვეშეთი კობის საავტომობილო გზა უზრუნველყოფს ტრანსპორტის მოძრაობას ზამთრის პირობებში, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება წვდომა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, სავაჭრო ცენტრებთან და სამედიცინო მომსახურების პუნქტებთან. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ხარისხს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23კმ სიგრძის, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთი ხიდის რეაბლიტაციას და ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების და საქონლის გადასასვლელების მოწყობას.
მშენებლობის მიზნით პროექტი დაყოფილია ორ ნაწილად:
ლოტი 1: მშენებელი ორგანიზაცია: ჩინეთის სარკინიგზო გვირაბების ჯგუფი – სიართიჯი (CRTG)
მონაკვეთი იწყება კმ12+720-ზე წკერეს გვირაბის პორტალთან, მთავრდება კმ22+751-ზე კობის კვანძთან და ეხება შემდეგ სოფლებს: კობი, წკერე, ალმასიანი. აღნიშნული მონაკვეთის მნიშვნელოვანი ელემენტია 9 კმ-იანი გვირაბი (გვირაბი No. 5), რომლის პარალერულად მოეწყობა საევაკუაციო გვირაბი, რომელიც 18 გასასვლელის მეშვეობით დაკავშირებული იქნება ძირითად გვირაბთან. ჩრდილოეთ და სამხრეთ პორტალებთან გათვალისწინებულია გვირაბის სამართავი ტექნიკური შენობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა 178მ სიგრძის გზა სოფელი წკერედან No. 5 გვირაბის სამხრეთ პორტალამდე და 700მ სიგრძის გზა, რომელიც ამავე გვირაბის ჩრდილოეთ პორტალიდან მიუერთდება ჟინვალი-ლარსის არსებულ გზას.
საპროექტო სამუშაოების შესრულების მიზნით, დაგეგმილია 2 სამშენებლო ბანაკის მოწყობა, რომელთაგანაც ერთის მშენებლობა სოფ. კობში უკვე დასრულებულია. ასევე დასრულებულია სოფ. კობში ბეტონის და ქვის სამტვრევი ქარხნების მოწყობა.
ლოტი 2: მშენებელი ორგანიზაცია: ჩინეთის სარკინიგზო 23-ე ბიუროს ჯგუფი – სიარსისი (CRCC)
მონაკვეთი ქვეშეთიდან წკერემდე იწყება კმ0+000-ზე,მთავრდება კმ12+700-ზე და მოიცავს შემდეგ სოფლებს: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიან-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8კმ სიგრძის საავტომობილო გზის, 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობა. ხიდების სიგრძე მერყეობს 148 მეტრსა და 435 მეტრს შორის, ხოლო გვირაბების 50 მეტრსა და 1,3კმ-ს შორის.
საპროექტო სამუშაოების შესრულების მიზნით, დაგეგმილია 3 სამშენებლო ბანაკის მოწყობა, რომელთაგანაც ორის მშენებლობა: ერთის – სოფ. ზაქათკარში, ხოლო მეორის – სოფ. არახვეთში, უკვე დაწყებულია.
საჩივრების განხილვის მექანიზმები (GRMs) წარმოადგენენ ინტიტუციებს, ინსტრუმენტებს, მეთოდებს და პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ხდება საჩივრის გადაწყვეტის გზების მოძიება და განხორციელება. აზიის განვითარების ბანკისთვის საჩივრების განხილვის მექანიზმი წარმოადგენს უთახმოების გადაწყვეტის და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პიროვნებების (PAPs) პრობლემების გადაჭრის წინა-სასამართლო მექანიზმს დავების ადრეულ ეტაპზე. საჩივრების განხილვის მექანიზმის მიზანია დავების მშვიდობიანი და კრეატიული გადაწყვეტა, რესურსებისა და დროის ნაკლები დანახარჯებით და პროექტის რეპუტაციის ზიანის მიყენების რისკის შემცირებით. აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების გამოცდილებით ეფექტური საჩივრების განხილვის მექანიზმის საშუალებით, დავების უმრავლესობაში, შესაძლებელია გრძელვადიანი და რთული იურიდიული პროცესების თავიდან არიდება.
საჩივრების განხილვის მექანიზმი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ანგარიშვალდებულების მექანიზმის (AM) განუყოფელ ნაწილს და სრულყოფს აზიის განვითარების ბანკის ანგარიშვალდებულების პოლიტიკის 2012 პრობლებების გადაწყვეტისა (OSPF) და შესაბამისობის განხილვის (CRP) ფუნქციებს. საჩივრების განხილვის მექანიზმი ასევე შესაბამისობაშია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის საჩივრების მექანიზმთან (PCM) და წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომელიც ჩამოყალიბებულია ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხილვისა და შეფასების მიზნით.
აზიის განვითარების ბანკის SPS 2009-ის მოთხოვნაა საჩივრების განხილვის მექანიზმის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პიროვნებების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ განსახლებასთან (SPS 2009 – ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნა 2: იძულებითი განსახლება, მოთხოვნა 7. საჩივრების განხილვის მექანიზმი) და გარემოსდაცვით (SPS 2009 – ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნა 1: გარემოს დაცვა, მოთხოვნა 5. საჩივრების განხილვის მექანიზმი) საკითხებთან დაკავშირებით წარმოჭრილი საკითხების გადაწყვეტა.
საჩივრების განხილვის მექანიზმი წარმოადგენს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პიროვნებების მიერ ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებასთან და პროექტის სხვა ზემოქმედებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხებისა და საჩივრების მიღების და გადაწყვეტის მექანიზმს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლად ჯგუფებზე ზემოქმედებას. საჩივრების განხილვის მექანიზმმა უნდა დაარეგულიროს პროექტის უარყოფითი ზემოქმედება და რისკები. ეს მექანიზმი ყველა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პიროვნებისთვის ყველანაირი დანახარჯების გარეშე ხელმისაწვდომ, გასაგებ და გამჭირვალე პროცესს, რომლის საშუალებითაც გენდერულად და კულტურულად მისაღები გზით, სწრაფად უნდა გადაწყდეს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პიროვნებების საჩივრები და წარმოჭრილი საკითხები.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბებულია საჩივრების განხილვის მექანიზმი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობისა და აზიის განვითარების ბანკის პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად. ის წარმოადგენს ხელმისაწვდომ და ეფექტურ ინსტრუმენტს, ადგილობრივ მოსახლეობისა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარისთვის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების, გადაწყვეტილების ან პრაქტიკის გასასაჩივრებლად. პროექტის საჩივრების განხილვის მექანიზმის უფლებამოსილებაა განიხილოს იძულებითი განსახლების და სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები და გაავრცელოს ინფორმაცია.
ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პიროვნებებს აქვთ უფლება პროექტთან დაკავშირებით, მიწის შესყიდვისა და განსახლების ჩათვლით, წარადგინონ საჩივრები ან გამოითხოვონ ინფორმაცია. მოქმედი საჩივრების განხილვის მექანიზმის ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პიროვნებებს შეუძლიათ გაასაჩივრონ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების, გადაწყვეტილების ან პრაქტიკის გასაჩივრება. ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პიროვნებებისთვის ხელმისაწვდომია ყველა შესაძლო პტალტფორმა საჩივრების დასაფიქსირებლად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ პროექტთან დაკავშირებული საჩივრები გადაწყდეს დროულად და ეფექტურად.
საჩივრების განხილვის მექანიზმი ორდონიანია და მოიცავს მუნიციპალურ დონეზე ჩამოყალიბებულ პროექტის სპეციფიკურ სისტემასა და დეპარტამენტში არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას. საჩივრების განხილვის კომიტეტი (GRCE) ჩამოყალიბებულია მუნიციპალურ დონეზე, როგორც პროექტის სპეციფიკური მექანიზმი და ფუნქციონირებს პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. საჩივრების განხილვის კომისია (GRCN) ჩამოყალიბებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტში, როგორც არაფორმალური სტრუქტურა, რათა უზრუნველტოს საჩივრების განხილვა, გადაწყვეტა და აღრიცხვა. პრიორიტეტი ენიჭება საჩივრების პრევენცია და არა მათი განხილვის პროცესს.
საავტომობილო გზების დეპარტამეტის განსახლების სამსახურის წარმომადგენელი (LAR) პასუხისმგებელია კომიტეტების საქმიანობის კოორდინირებაზე და ამავდროულად წარმოადგენს საკონტაქტო პირს, რომელიც იღებს საჩივრებს და აწარმოებს საჩივრების ჟურნალს. ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალურ დონეზე, კონტრაქტორი, ზედამხედველი კომპანია (ინჟინერი), ასევე ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირები (არაოფიციალური შეხვედრების მეშვეობით) ინფორმირებულები არიან საკონტაქტო პირის შესახებ და მისი საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა აღნიშნული დაინტერესებული პირის ოფისში.
საკონტაქტო პირი აგროვებს და აღრიცხავს საჩივრებს და ატყობინებს კომისიის ყველა წევრს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მენეჯმენტს პრობლემის შესახებ, იწვევს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შეხვედრებზე დაზარალებულ მხარესთან და წარმართავს ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებთან მოლაპარაკებებს საჩივრების გადაჭრის პროცესის პირველ ეტაპზე. საკონტაქტო პირი ადგენს შეხვედრის ოქმს და უზრუნველყოფს მის ხელმოწერებს. თუ საჩივრები გადაიჭრება პირველ ეტაპზე, საკონტაქტო პირი აღრიცხავს საჩივრის გადაწყვეტის ფაქტს ჟურნალში და ამის შესახებ წერილობით ატყობინებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
თუ საჩივრის წარმდგენი საჩივრების განხილვის კომიტეტის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა, მას ყოველთვის შეუძლია მიმართოს საჩივრის გადაწყვეტის პროცესის მე-2 ეტაპს. ასეთ შემთხვევაში, საკონტაქტო პირი ეხმარება ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირს ოფიციალური საჩივრის შეტანაში (განმცხადებელს უნდა გააცნონ ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების, საჩივრის შეტანის წესების და პროცედურების, საჩივრის ფორმატის, საჩივრის წარდგენის პირობების შესახებ და ა.შ.). ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პიროვნებას შეუძლია მიმართოს განსახლების განყოფილებაში საჩივრებს განხილვის კომისიას ადგილობრივ დონეზე საჩივრების განხილვის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საჩივრების განხილვის კომისია გადახედავ კომიტეტის მომსმენის ჩანაწერებს და გააცნობს განცხადებელს თავის გადაწყვეტილებას საჩივრის მიღებიდან ოთხი კვირის განმავლობაში.
თუ განმცხადებელს არ აკმაყოფილებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს საპასუხო ქმედების გარეშე. მომჩივან შეუძლია სასამართლოს მიმართოს კომპენსაციის შესაბამისობასთან ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა კონტრაქტორის მიერ მისი საკუთრების დაკავება თანხმობის გარეშე, მიწის ნაკვეთის/საკუთრების გამოყენების შეზღუდვა, გარემოსდაცვითი საკითხები, მაგ. კონტრაქტორის მექანიზმებით წარმოქმნილი მტვერი და სხვა.
ზემოქმედების ქვეშ მოქცეულმა პირები ინფორმირებულები არიან მოქმედეი საჩივრების განხილვის მექანიზმის შესახებ. ეს მიღწეულ იქნა საინფორმაციო კამპანიების, პროექტის შესახებ საინფორმაციო ბროშურის. საკონტაქტო პირებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდების და მათთან რეგულარული კომუნიკაციის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს საჩივრების წარდგენის მრავალ შესაძლებლობას და საჩივრების ანგარიშგების მარტივი ფორმების შემოღებას.
მშენებელი ორგანიზაციის სოციალური სპეციალისტი: დავით კახიშვილი – 995 599922423
ცხელი ხაზი: 599451982
სოფ. კობში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი: გივი ჩქარეული – 995 577 076 293
სოფ. ალმასიანის მცხოვრები: ლიზა ილოშვილი – 995 551 533 865
მშენებელი ორგანიზაციის გარემოს დაცვის სპეციალისტი: ლევან გიორგაძე – 995 577149118
ცხელი ხაზი: 577668881
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი სოფ. ქვეშეთში: თენგიზ ბედონიძე – 995 577 668 881
სოფ. როსტიანის მცხოვრები, საკონტაქტო პირი: მამუკა როსტიაშვილი – 995 557 239 838
სოფ. ზაქათკარის მცხოვრები, საკონტრაქტო პირი: ზურაბ ზაქაიძე – 995 577 352 310
სოფ. არახვეთის მცხოვრები, საკონტაქტო პირი: ივანე ბურდული – 995 595 300050
LAR კომისიის წარმომადგენელი: არჩილ ჯორბენაძე – 995 591 403038
განსახლების განყოფილების წარმომადგენელი: დიმიტრი ლომიძე – 995 579 000382
განსახლების და გარემოსდაცვის განყოფილების სპეციალისტი: ნანა ბრეგაძე – 995 593 333373
მშენებლობის ზედამხედველი კონსულტანტი (მოიცავს ორივე ლოტს):
სოციალური სპეციალისტი: თამარ ჯავახი – 995 599 613196
გარემოს დაცვის სპეციალისტი: ნიკა სოფაძე – 995 597 728871