აზიის განვითარების ბანკი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გაეროს ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.
ADB-ი ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ერთ-ერთი დონორია.
415 მილიონი დოლარის დაფინანსების გარდა, პროექტიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ორგანიზაცია საქართველოს უზიარებს წარმატებული საერთაშორისო პროექტების გამოცდილებას. ასევე, ADB-ის მხარდაჭერით გზის დაპროექტებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია ადგილობრივ გარემოსა და მაცხოვრებლებზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელიც საკუთარი ფინანსების გარდა მობილიზებას უკეთებს უცხოურ ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. ბანკის მესაკუთრეა სამოცი ქვეყანა და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ინვესტიციების საშუალებით, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ხელს უწყობს სტრუქტურულ და სექტორულ რეფორმებს, კონკურენციის განვითარებასა და პრივატიზაციას, ძლიერი ფინანსური ინსტიტუციებისა და სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურების განვითარებას და სხვა.
საფინანსო ორგანიზაციას საქართველოში უკვე 2,5 მილიარდზე მეტი დოლარი აქვს ინვესტირებული.
საქართველოს სახელმწიფოსა და აზიის განვითარების ბანკთან ერთად EBRD ამჯერად აფინანსებს ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა პროექტის დონორობისა, ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს, რომ სამუშაოები განხორციელდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს.