საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს - My WordPress Website
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს
  • აგვისტო 6, 2026

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის კონტროლსა და მის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.

დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს და წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად ხდება შემდგომი რეაგირება.

ხარისხის კონტროლის ფარგლებში მოწმდება ასფალტ-ბეტონის ნარევი და საფარი, მყარი ბეტონის და ბეტონის ნარევი, შემკვრელები, ქვის მსხვილი და წვრილი შემავსებლები, არმატურა, გრუნტები, საფუძვლის ფენები, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნები, ფერდების მონიტორინგი/უსაფრთხოება და საინჟინრო ნაგებობების არსებული მდგომარეობა.

ამ ეტაპზე, ხარისხის კონტროლის სამსახური საერთაშორისო მნიშვნელობის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის ლოტი №2 მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ამოწმებს. კერძოდ: მოწყობილი ასფალტ-ბეტონის საფარიდან ხორციელდება ნიმუშების აღება და შემდგომში მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნა.

ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების კომპონენტის გაძლიერება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

default

default

default
default
default