ტრენინგები მეკარტოფილეობასა და ყველის წარმოებაში - My WordPress Website
ტრენინგები მეკარტოფილეობასა და ყველის წარმოებაში
  • ივლისი 12, 2024

ტრენინგები მეკარტოფილეობასა და ყველის წარმოებაში

2024 წლის 5 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (შემდგომში – „ფაო“) დასაქმებული ტრენერების დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენიან-ბეგონში, ერთ-ერთი ტრენინგ-მონაწილის სახლში, ჩატარდა ტრენინგი კარტოფილის წარმოებასთან დაკავშირებით. ტრენინგს დაესწრო 6 ადამიანი (5 ქალბატონი და ერთი მამაკაცი). ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა მიწისა და სათესლე მასალის მომზადება კარტოფილის დათესვამდე, თესვა, მცენარის კვება, დაავადებების იდენტიფიცირება და მისი პრევენცია.

 

იმავე დღეს, ფაო-მ იმავე ფერმერთა ჯგუფთან ჩაატარა ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებასთან დაკავშირებით. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. ტრენინგის მონაწილეებმა სპეციალისტის დახმარებით ამოიყვანეს ყველი და დააგემოვნეს. მათ საჩუქრად გადაეცათ ყველის წარმოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა. მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ფაოს და აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, როგორიცაა კარტოფილის წარმოება, მესაქონლეობა და ყველის წარმოება, მათი ცოდნა საგრძნობლად გაუმჯობესდა.