ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 9 კმ-იანი გვირაბის 7კმ უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4970 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით – TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.