ს. წკერეს ყველაწმინდის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყველაწმინდის ეკლესიის რესტავრაცია-კონსერვაცია განხორციელდა.
რესტავრაციამდე ეკლესია გადახურული იყო ხის კოჭებზე გამართული თუნუქის ორფერდა სახურავით, პროექტის ფარგლებში კი სრულიად შეიცვალა ძველი გადახურვა. რესტავრაციის ფარგლებში ასევე გამაგრდა კედლები, მოეწყო ტაძარში შესასვლელი და დამონტაჟდა კარი.
ეკლესიის კონსერვაცია-რესტავრაცია 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრში დასრულდა.
სოფ. წკერეს ყველაწმინდის ეკლესია მე-18 საუკუნით თარიღდება და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნაგებობაა. ეკლესია კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბითაა ნაშენი.