ტრენინგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით - My WordPress Website
ტრენინგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით
  • მაისი 15, 2024

ტრენინგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით

2024 წლის 24 და 25 აპრილს ჩატარდა ტრენინგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 24 აპრილს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღმიანში ჩაატარა ტრენინგი კარტოფილის წარმოებასთან დაკავშირებით. ტრენინგს დაესწრო 6 ფერმერი – 3 ქალი და 3 კაცი.

 

 

2024 წლის, 24 და 25 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთსა და ბედონში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ჩაატარა ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებასთან დაკავშირებით. უპირატესობა, ხსენებული სახეობის ყველისა არის ის, რომ მისი წარმოება არის სწრაფი, უსაფრთხო (მაღალ ტემპერატურაზე ხდება დამუშავება), და ტრადიციულ ყველთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი აქვს. მონაწილეებმა მოიტანეს რძე და ადგილზე მოხდა ყველის ამოყვანა. სოფელ ქვეშეთში შეხვედრას დაესწრო 6 ქალი, ხოლო ბედონში 8 ქალბატონი.