ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებაში - My WordPress Website
ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებაში
  • აგვისტო 20, 2024

ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებაში

2024 წლის 7 აგვისტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (შემდგომში – „ფაო“) დასაქმებული ტრენერების დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღმიანში ფერმერთა ჯგუფთან ჩაატარა ტრენინგი გრილზე შესაწვავი ყველის წარმოებასთან დაკავშირებით. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. ტრენინგის მონაწილეებმმა სპეციალისტის დახმარებით, ახალი ტექნოლოგიით, ამოიყვანეს ყველი,  რომელიც დასრულდა მისი დაგემოვნებით. ამ სახის ყველის წარმოების უპირატესობა არის მისი სწრაფად და უსაფრთხოდ (მაღალ ტემპერატურაზე ხდება მისი დამუშავება) მომზადება, ასევე ტრადიციულ ყველთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი აქვს. ტრენინგს დაესწრო 7 მონაწილე (ქალბატონი), სოფლებიდან: ჯაღმიანი, სეთურები და შარმიანი.