2024 წლის 5 ივნისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (შემდგომში – „ფაო“) დასაქმებული ტრენერების დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეთურებსა და წკერეში, ადგილობრივი მოსახლეების 400-400 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე დაითესა 6 სახეობის კარტოფილი.
აღნიშნული აქტივობის ჩატარების მიზანი იყო, როგორც მცენარის თესლის სათანადო ტიპის შერჩევა და ეფექტურობის განსაზღვრა, ასევე სათანადო მოვლის მნიშვნელობა მცენარის ზრდის პროცესში. ფაოს ტრენერებს, მცენარეების ზრდის მთელი ციკლის პროცესში, დაგეგმილი აქვთ რეგულარული ვიზიტები სეთურებსა და წკერეში კონსულტაციისა და სასუქების მიწოდების მიზნით.