ჩაკეტილი მოძრაობა კობი-გუდაურის გზაზე
კობი-გუდაურის გზა დიდთოვლობის გამო უკვე ერთი კვირაა ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია როგორც სატვირთო, ასევე – მსუბუქი ავტომობილებისთვის. სატვირთო ავტომობილების კოლონა იწყება დუშეთის რაიონიდან და გრძელდება დაახლოებით დაბა მლეთამდე.
არსებული სიტუაცია მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სატრანზიტო და ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სწორედ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შევინარჩუნოთ უწყვეტი მოძრაობა ზამთრის პერიოდშიც, გავაუმჯობესოთ გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა.