ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
  • ნოემბერი 17, 2021

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს. პარალელურად  გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.

 

9 კმ-იანი გვირაბი კობში 9 კმ-იანი გვირაბი კობში

 

სულ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კმ-იანი  გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

 

9 კმ-იანი გვირაბი კობში 9 კმ-იანი გვირაბი კობში

 

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.