ქვეშეთი-კობის ახალი გზის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება - მოამბე
ქვეშეთი-კობის ახალი გზის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება – მოამბე
  • იანვარი 20, 2021

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება – მოამბე

ქვეშეთი-კობის ახალი გზისა და უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.
გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული დანადგარი TBM უკვე საქართველოშია და მისი ტრანსპორტირება კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება. ქვეშეთი-კობის ახალმა გზამ და გვირაბმა ზამთრის პერიოდში უამინდობით გზის ჩაკეტვის პრობლემა უნდა მოაგვაროს.
“მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩამოვიდა გვირაბის საბურღი მანქანა. საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში, უწყვეტი 9 კმ-ითა და 15 მეტრი დიამეტრით ნამდვილად არის უნიკალური, ხოლო TBM, რომელიც ბუნებრივია ამ გვირაბის გასაყვანად იქნება გამოყენებული, ასევე არის ძალიან იშვიათი მსოფლიოში.” – ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
“რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საგზაო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ვერ მოხერხდა ასევე გუდაური-კობის საბაგიროს ჩართვა. ასეთ რთულ დროს ხშირ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იმ საფრთხისა და საშიშროების წინაშე, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტიც კი იქმნება. სწორედ ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელების შედეგად, მსგავსი სახის პრობლემები შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მოგვარებული იქნება.” – შალვა კერესელიძე, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი