ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო | იმედის დილა, "საქართველოს გზები"
ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო | იმედის დილა, “საქართველოს გზები”
  • ივნისი 17, 2021

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო | იმედის დილა, “საქართველოს გზები”

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა საქართველოს მთავარი გზის მაგისტრალის მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა რეგიონის მასშტაბით.

ასევე, უპრეცედენტოა 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბიც, რომლის მშენებლობაც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი. სპეციალურად მის ასაშენებლად დამზადებული საბურღი დანადგარი, TBM კი უკვე საქართველოშია და მისი კობის მიმართულებით ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სულ 23 კმ. სიგრძის, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

 

წყარო: imedi.ge