ინფრასტრუქტურა Archives - My WordPress Website

ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
პროექტის ფარგლებში ასევე შენდება 166-მეტრიანი თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროც – ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთს, თბილისიდან გუდაურამდე კი დაახლოებით საათ-ნახევარს დასჭირდება.
ქვეშეთი-კობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

default
default

რევაზ სოხაძემ და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს. პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოს ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია

default
default
default
default

default

default

default
default

default

default
default

default

ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოებს, მინისტრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სომხეთის ტერიტორიალური მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და „ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

,,ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც არის უნიკალური პროექტი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას
პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს რეგიონებსა და მთიან სოფლებთან, შეამცირებს დროს და მანძილს და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ის ნაცვლად, მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.