Uncategorized @ge Archives - My WordPress Website

ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან – 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.

ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.

დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.

ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.

პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.

default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default
default

IRF-ის კონგრესის ინჟინრები და ექსპერტები ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ

თბილისში, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი და გამოფენა გაიმართა.

IRF-ის ტექნიკური ვიზიტისა და კულტურული ტურის ფარგლებში,სხავადასხავა ქვეყნიდან ინჟინრებს და დარგის ექსპერტებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო მოედანზე უმასპინძლეს.

დელეგატებმა, დაათვალიერეს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი უნიკალური გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიითაა გაყვანილი, პროექტის ყველაზე მაღალი და გრძელი თაღოვანი ხიდი, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ურთულეს რელიეფზე და ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტებით შესრულებული ნაგებობები.

მოწვეულმა ინჟინრებმა ხაზი გაუსვეს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს, რომელიც რთულ გეოგრაფიულ არელაში და მაღალი სტანდარტებით არის შესრულებული.

ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესის მთავარი თემა იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. მონაწილეებმა განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და რეგიონული თანამშრომლობის  საკითხები.

კონგრესში მოანწილეობდენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, მათი დისკუსიისას ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს. ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში მიღწეულ პროგრესზე, დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების აუცილებლობაზე.

IRF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-4 რეგიონული კონგრესი და გამოფენა იყო სამდღიანი მაღალი დონის დიალოგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მობილობის მომავალზე. კონგრესი აერთიანებდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, ინჟინრებსა და დარგის ექსპერტებს.

default

default

საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც.

მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება როგორც გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი, ისე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. მათ შორის, კონტროლდება ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ხარისხი, არმატურა, გზის საფუძვლის ფენები, საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობა, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა.

შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის გეგმურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს.

default
default

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის კონტროლსა და მის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.

დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს და წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად ხდება შემდგომი რეაგირება.

ხარისხის კონტროლის ფარგლებში მოწმდება ასფალტ-ბეტონის ნარევი და საფარი, მყარი ბეტონის და ბეტონის ნარევი, შემკვრელები, ქვის მსხვილი და წვრილი შემავსებლები, არმატურა, გრუნტები, საფუძვლის ფენები, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნები, ფერდების მონიტორინგი/უსაფრთხოება და საინჟინრო ნაგებობების არსებული მდგომარეობა.

ამ ეტაპზე, ხარისხის კონტროლის სამსახური საერთაშორისო მნიშვნელობის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის ლოტი №2 მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ამოწმებს. კერძოდ: მოწყობილი ასფალტ-ბეტონის საფარიდან ხორციელდება ნიმუშების აღება და შემდგომში მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნა.

ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების კომპონენტის გაძლიერება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

default

default

default
default
default

 

ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
პროექტის ფარგლებში ასევე შენდება 166-მეტრიანი თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროც – ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთს, თბილისიდან გუდაურამდე კი დაახლოებით საათ-ნახევარს დასჭირდება.
ქვეშეთი-კობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

default
default

რევაზ სოხაძემ და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს. პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოს ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია

default
default
default
default

default

default

default
default

default

default
default

default

ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოებს, მინისტრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სომხეთის ტერიტორიალური მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და „ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ქვეშეთი-კობის 23-კმ-იან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

„ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. 

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

,,ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც არის უნიკალური პროექტი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას
პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს რეგიონებსა და მთიან სოფლებთან, შეამცირებს დროს და მანძილს და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ის ნაცვლად, მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.

საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება ქვეშეთისა და გუდაურის სკოლებში

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, ქვეშეთის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა. ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებითან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება,  უკვე დასრულებულია 9 კმ. სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის გაჭრა, ასევე, დასრულებულია 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, მისასვლელი გზისა და დარჩენილი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა კი აქტიურად გრძელდება.

ქვეშეთისა და გუდაურის საჯარო სკოლებში ჩატარებული საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ორ სამიზნე ჯგუფს მოიცავდა, კერძოდ,  I-V კლასისა და VI-XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

კამპანიის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო უსაფრთხოების იმ  მოთხოვნებზე, რომლებიც დაცული უნდა იყოს ქვეითების მიერ, ეს იქნება ზებრაზე გადასვლა, ველოსიპედით მოძრაობა, ღამის საათებში გადაადგილება თუ სხვა…

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტი ცნობიერების ამაღლების კამპანიას ატარებს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მსგავსი ტიპის ღონისძიებები გათვალისწინებულია არაერთი სხვა მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. მხოლოდ მიმდინარე წელს, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 3400 ბენეფიციარისთვის ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, მათ შორის 800 სკოლის მოსწავლე იყო.

საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში. მსგავის სახის სოციალური პროექტები დეპარტამენტის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია და მომავლშიც გაგრძელდება.

 

ფერმერთა დახმარება და აგრარული კვლევები

2024 წლის 17 სექტემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (შემდგომში – „ფაო“) დასაქმებული ტრენერების დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ქვეშეთი, არახვეთი, ბედონი, ჯაღმიანი და ბენიან-ბეგონი) არსებულ ფერმერებს (ჯამში 49 ფერმერს), რომლებიც მესაქონლეობით არიან დაკავებულები, გადაეცათ ყველის ამოსაყვანი ფხვნილი, საქონლის საკვების მინერალური დანამატები და ხბოების საკვები აღჭურვილობა.

 

იმავე დღეს ფაო-ს აგრონომმა მოინახულა ორი ნაკვეთი, რომელზეც კარტოფილი იყო დათესილი და აიღეს პირველი სატესტო მოსავალი. დგილზე ადაპტაციის უნარისა და ეფექტურობის გამოვლენის მიზნით თითოეულ ნაკვეთზე დაითესა 6 სახის კარტოფილი.

 

2024 წლის 18-19 სექტემბერს “ფაო”-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ფერმერთა გამოკითხვა ოთხ ლოკაციაზე – ჯაღმიანი, ბენიან-ბეგონი, ბედონი, ქვეშეთი. გამოკითხვის მიზანი იყო ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნის გამოვლენა, განხორციელებული აქტივობების კმაყოფილების შეფასება და სამომავლოდ გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირება.