Uncategorized @ge Archives - Page 2 of 6 - My WordPress Website

9 კმ-იანი გვირაბის 7 კმ უკვე გაბურღულია

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 9 კმ-იანი გვირაბის 7კმ უკვე გაბურღულია.

 

პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4970 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.

 

 

შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით – TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

 

ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.

 

პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ადგილობრივ ფერმერებს მეცხოველეობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ჩაუტარდათ ტრენინგი„მეცხოველეობა“.

ორგანიზაცია „FAO” – ს წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის სფერო საქართველოში. ტრენინგის პირველი სესია წარიმართა თემაზე – მეცხოველეობა“ და ადგილობრივი ფერმერების დახმარება მაღალი ხარისხის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში, ხოლო მეორე სესია დაეთმო თემებს – „ცხოველების დაავადებები“ და „ყველის წარმოება“.

ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა რძისა და მისი შემადგენლობის, ლაქტაციის, კოლოსტრუმის, წველადობის ინტერვალების, რძის ჰიგიენური დამუშავებისა და პირუტყვის მოწველის პროცედურის ეტაპებზე. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რძის გაგრილებისა და პასტერიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.

 

 

შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 9 ფერმერი ქვეშეთიდან და არახვეთიდან.

ტრენინგი წარიმართა პრეზენტაციის რეჟიმში, რასაც შემდგომში მოჰყვა დისკუსია სხვადასხვა თემებზე.

ტრენინგების შემდგომი კურსი ჩატარდება თემაზე – „მასტიტი“: დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ფერმერების დახმარება მაღალი ხარისხის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში.

ვაკანსიები ქვეშეთი-კობის პროექტში

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ცხადდება ვაკანსია სატვირთოს მძღოლის პოზიციაზე:

 

🔹 ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5

სამუშაო ადგილი: ს.კობი

• ანაზღაურება: 50 ლარი დღეში (8 საათი)

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანია დასაქმებულს კვებით არ უზრუნველყოფს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ ნომრებზე: 551550913; 599646068

ს. წკერეს ყველაწმინდის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყველაწმინდის ეკლესიის რესტავრაცია-კონსერვაცია განხორციელდა.
რესტავრაციამდე ეკლესია გადახურული იყო ხის კოჭებზე გამართული თუნუქის ორფერდა სახურავით, პროექტის ფარგლებში კი სრულიად შეიცვალა ძველი გადახურვა. რესტავრაციის ფარგლებში ასევე გამაგრდა კედლები, მოეწყო ტაძარში შესასვლელი და დამონტაჟდა კარი.
ეკლესიის კონსერვაცია-რესტავრაცია 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრში დასრულდა.
სოფ. წკერეს ყველაწმინდის ეკლესია მე-18 საუკუნით თარიღდება და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნაგებობაა. ეკლესია კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბითაა ნაშენი.

სტუდენტების ვიზიტი ახალი გზის მშენებლობის ადგილზე

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში სტუდენტური ტური ჩატარდა.
ილიაუნის სამოქალაქო ინჟინერიის და არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებმა პროექტის განხორციელების ადგილი და ყველაზე დიდი 9კმ-იანი გვირაბის მშენებლობა მოინახულეს.
 შეგახსენებთ, გვირაბის გაყვანა თანამედროვე გვირაბმთხრელი დანადგარით თიბიემით ხორციელდება, რომელიც ერთდროულად თხრის, შლის ქანებს, გამოაქვს გარეთ და ასევე გვირაბის ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.
სტუდენტები 4 კმ სიღრმეზე თავად დააკვირდნენ თიბიემის მუშაობის პროცესს. გვირაბში სტუმრობის შემდეგ ისინი გაეცნენ პროექტის შესახებ დეტალურ პრეზენტაციას და მიიღეს პასუხები კითხვებზე.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

უფასო სამედიცინო შემოწმება სოფელ ქვეშეთისა და ხადის ხეობის მოსახლეობისთვის

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერით ქვეშეთის თემისა და ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდათ.

17 ნოემბერს, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს კლინიკა „რემედიქალის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

გარდა ამისა, ორმა სამედიცინო ბრიგადამ სახლებში გაუწია კონსულტაცია იმ პაციენტებს, რომლებმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ადგილზე მოსვლა ვერ მოახერხეს.

“ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო ამბულატორიულ შემოწმებას ხადის ხეობის მოსახლეობისთვის უკვე მესამედ ვატარებთ. ზოგადად, პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის სოციალური აქტივობები ხშირად ხორციელდება. ხადის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას, უგზოობისა და ზამთარში დიდთოვლობის გამო, არ აქვს წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, აფთიაქი და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი სახის აქტივობები მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას პროექტის ფარგლებში დამატებითი სარგებელი მიეცეს,“ – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე წურწუმია.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით – “ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!” – რეგულარულად აწარმოებს კლინიკა “რემედიქალი”. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” – ამბობს კლინიკა “რემედიქალის” კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

ვაკანსიები ქვეშეთი-კობის პროექტში

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:
 
I ლოტი (9კმ-იანი გვირაბი)
 
🔹 მუშა.
🔹 შემდუღებელი.
🔹 ელექტრიკოსი.
🔹 სატვირთოს მძღოლი.
🔹 ექსკავატორის მძღოლი.
🔹 ამწეს ოპერატორი.
🔹 თურქული სამზარეულოს მზარეული 4-6 ადამიანისთვის.
 
ჩვენ გთავაზობთ:
• მოჭრილი ხელფასს
• ბონუსს
• საძინებელს (საერთო საცხოვრებელში)
• საძილე თეთრეულს.
 
ადგილზე მოსულ მძღოლი გაივლის შემოწმების ყველა ეტაპს, დავალებების კარგად შესრულების შემთხვევაში, ხელფასის ლიმიტი შესაძლოა გაიზარდოს.
 
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577055445 დავით ბუღაძე.
ელ.ფოსტა: dbugadze@rsm.ge
 
—————————————————————-
II ლოტი (მისასვლელი გზა – მე-3-ე საცხოვრებელი ბანაკი, სოფელ ბენიან-ბეგონთან, ხადა)
 
🔹 დამლაგებელი.
🔹 მზარეულის დამხმარე.
 
• ასაკი: 25 დან 60 წლამდე
 
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე, გადასახადების გარეშე), ამასთან დამატებითი შეღავათი მაღალმთიანობის სტატუსის შესაბამისად.
 
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 90 71 99 – გოჩა მღებრიშვილი 599 46 39 91: მიხეილ ჯაღმაიძე

ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამ დროისთვის  საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზის პირველ ლოტზე, რომელიც წკერე-კობის მონაკვეთს მოიცავს, სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით TBM-ით მთავარი გვირაბის 3662 მეტრია გაბურღული. დანადგარი, ბურღვის პარალელურად, მოპირკეთების სამუშაოებსაც ახორციელებს. მთავარი გვირაბის პარალელურად, შენდება საევაკუაციო გვირაბი, რომლის 3371 მეტრია გაბურღული.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2024 წლის ოქტომბერია.

 

 

ლოტი 2-ის ფარგლებში (ქვეშეთი-წკერეს 12.7 კილომეტრიან მონაკვეთზე) I ხიდზე ორივე მხრიდან მიმდინარეობს სამუშაოები, ერთი მხრიდან გაბურღულია 55 მ ხოლო მეორე მხრიდან 350 მ. II ხიდზე მინდინარეობს ხიმინჯების მოწყობის, ფუნდამენტების და ბურჯების ბეტონირების სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს III გვირაბის პორტალის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნულ ლოტზე სამუშაოების დასრულების ვადად 2023 წლის ოქტომბერი არის დადგენილი.

ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა.

9 ივნისს, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ. უფასო კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

 

 

ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით – “ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!” – რეგულარულად აწარმოებს კლინიკა “რემედიქალი”. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” – ამბობს კლინიკა “რემედიქალის” კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

 

 

„ხადის ხეობაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაცია/შემოწმებას, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ ვატარებთ. მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას მსგავსი ტიპის მომსახურება მივაწოდოთ, რადგან, გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მკვიდრთა უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, მაგალითად, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. მანამდე კი, პროექტის მიმდინარეობისას, ვეცდებით, მსგავსი აქციებით დავეხმაროთ აქ მცხოვრებ ადამიანებს,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

 

ქვეშეთის სკოლაში მოქმედმა „ეკოკლუბმა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა

ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ფუნქციონირებს „ეკოკლუბი“, რომლის წევრებმაც, 7 ივნიისს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შემეცნებითი სალექციო კურსი დახურეს.

გარდა ამისა, სკოლის ეზოში „ეკოკლუბის“ ფარგლებში გამართული ნახატების კონკურსის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ჯამში, კონკურსში მონაწილეობა 20-მდე ბავშვმა მიიღო, რომლებიც ქვეშეთის სკოლის V-XI კლასელები არიან.

 

ქვეშეთის სკოლა ქვეშეთის სკოლა ქვეშეთის სკოლა

 

„გვიხარია, რომ პროექტში ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ჩაერთო. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ და უსმენდნენ ჩატარებულ ლექციებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებში, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბის საბურღი მანქანა TBM. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მათთვის. ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, გარემოს დაცვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ – აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდათ. ასევე, ჩატარდა გამწვანების აქცია და ექსკურსია ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ობიექტებზე, მათ შორის, ყველაზე დიდი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც. სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ.

“ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოკლუბის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქვეშეთის სკოლის საკმაოდ ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო. გარდა იმისა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხის შესახებ, ჩაატარეს სხვა არაერთი საინტერესო აქტივობაც, როგორიცაა, მაგალითად ექსკურსიები. მათ ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბგამყვანი დანადგარი TBM, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო მათთვის. ასევე, დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, დაესწრნენ არქეოლოგიურ სამუშაოებს და ნახეს, თუ რა პროცედურები სჭირდება ობიექტების აღრიცხვასა და დაცვას. იმედი გვაქვს, ეკოკლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ჩვენ კი, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

„ეკოხედვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ეკოკლუბმა შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.