იანვარი 2021 - My WordPress Website

საქართველოში უნიკალური გვირაბი აშენდება – იმედის დილა “საქართველოს გზები”

რეგიონისთვის ქვეშეთი-კობის ახალი გზა უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შეფასებით, გვირაბი, რომელიც პროექტის ფარგლებში აშენდება, მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება თავისი იშვიათი პარამეტრებიდან გამომდინარე.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ სამშენებლო პროცესის დროს გარემოზე ზეგავლენა მინიმალური იყოს, ყველაზე დიდი გვირაბის ასაშენებლად სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი დანადგარი TBM.

უფრო დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძისგან იმედის დილის რუბრიკაში “საქართველოს გზები”.

 

 

წყარო: imedi.ge

ქვეშეთი კობის გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა – რადიო იმედი

თემა: ქვეშეთი კობის გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

სტუმარი: გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მერაბ გაფრინდაშვილი.

წამყვანი: დავით მაღლაფერიძე.

რადიო იმედი, „დღის არხი“ 105.9 (თბილისის სიხშირე)

 

მოუსმინეთ სრულ გადაცემას ვიდეოში:

გუდაური-კობის მონაკვეთზე 9 კმ სიგრძისა და 15 მ სიგანის გვირაბი გაიჭრება – მაესტრო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყოველწლიურად ნალექის გამო შექმნილ პრობლემებს მალე ახალი გვირაბი მოაგვარებს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული საბურღი დანადგარიც TBM უკვე საქართველოშია. 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბი კლდოვან ქანებში საქართველოსა და მთელ რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტია.

 

პროექტის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის უყურეთ საავტომობილო გზების დეპატრამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის ინტერვიუს მაესტროს ეთერში.

 

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება – მოამბე

ქვეშეთი-კობის ახალი გზისა და უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.
გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული დანადგარი TBM უკვე საქართველოშია და მისი ტრანსპორტირება კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება. ქვეშეთი-კობის ახალმა გზამ და გვირაბმა ზამთრის პერიოდში უამინდობით გზის ჩაკეტვის პრობლემა უნდა მოაგვაროს.
“მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ჩამოვიდა გვირაბის საბურღი მანქანა. საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში, უწყვეტი 9 კმ-ითა და 15 მეტრი დიამეტრით ნამდვილად არის უნიკალური, ხოლო TBM, რომელიც ბუნებრივია ამ გვირაბის გასაყვანად იქნება გამოყენებული, ასევე არის ძალიან იშვიათი მსოფლიოში.” – ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
“რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საგზაო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ვერ მოხერხდა ასევე გუდაური-კობის საბაგიროს ჩართვა. ასეთ რთულ დროს ხშირ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იმ საფრთხისა და საშიშროების წინაშე, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტიც კი იქმნება. სწორედ ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელების შედეგად, მსგავსი სახის პრობლემები შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მოგვარებული იქნება.” – შალვა კერესელიძე, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი

ჩაკეტილი მოძრაობა კობი-გუდაურის გზაზე

კობი-გუდაურის გზა დიდთოვლობის გამო უკვე ერთი კვირაა ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია როგორც სატვირთო, ასევე – მსუბუქი ავტომობილებისთვის. სატვირთო ავტომობილების კოლონა იწყება დუშეთის რაიონიდან და გრძელდება დაახლოებით დაბა მლეთამდე.
არსებული სიტუაცია მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სატრანზიტო და ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სწორედ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შევინარჩუნოთ უწყვეტი მოძრაობა ზამთრის პერიოდშიც, გავაუმჯობესოთ გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა.

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეშეთი-კობის გზა უალტერნატივოა

საქართველოში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა გზებზე, მათ შორის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის, ხაშური-ახალციხის, ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთებზე და კობი-გუდაურის გზაზე. ჩამოთვლილთაგან ამ დრომდე მძიმე ვითარებაა კობი-გუდაურის გზაზე. დანარჩენ მონაკვეთებზე კი საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

კობი-გუდაურის გზა უხვი თოვლის გამო უკვე მესამე დღეა ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია როგორც სატვირთო, ასევე – მსუბუქი ავტომობილებით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსახლეობისა და მსურველების გადასაყვანად საბაგიროები გამოიყენოს, თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ამ ეტაპზე ესეც ვერ ხერხდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოწყვეტილია ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, გუდაური-კობის გზა იკეტება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირად პრობლემები იქმნება როგორც ადგილობრივების გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე – ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც.

„მსგავსი სიტუაცია ამ მონაკვეთზე საკმაოდ ხშირია. ყოველწლიურად, რთული კლიმატური პირობების გამო, ეს გზა იკეტება და იქმნება საკმაოდ ბევრი პრობლემა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო გასული წლის მარტი, როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება გართულდა, პანდემიას ვებრძოდით და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო მომარაგების პრობლემაც კი შეექმნა. იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალია ახალი გზის მშენებლობა. სწორედ ეს ახალი გზა იქნება გარანტი, რომ გადაადგილების შეფერხება აღარ მოხდება და მოძრაობა 12 თვის განმავლობაში თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განმარტავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იქნება მოწყვეტილი საქართველოს დანარჩენ რეგიონებს.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში იგეგმება 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელების მოწყობა.

 

წყარო: Pia.ge

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი – იმედის დილის რუბრიკა “საქართველოს გზები”

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები იწყება.

ასფალტ-ბეტონის ახალი გზა, ხიდები, გვირაბები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა და პირუტყვთა გადასასვლელები – ამ და სხვა ელემენტების გათვალისწინებით, ეს პროექტი რეგიონში იქნება უპრეცენდენტო.

პროექტი გამორჩეულია თანამედროვე ტექნოლოგიებითაც, რომელთა გამოყენებაც მოხდება მშენებლობისას. გვირაბგამყვანი დანადგარი TBM, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გასაყვანად დამზადდა, უკვე საქართველოშია.

უფრო მეტ დეტალს იმედის დილის რუბრიკა “საქართველოს გზების” სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

 

წყარო: imedi.ge

ქვეშეთი-კობის ახალი გზა – სარგებელი თუ საფრთხე?

ქვეშეთი-კობის პროექტის სპიკერი იმედა დვალიძე საუბრობს ახალი გზის მნიშვნელობაზე და პასუხს სცემს პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს.

 

  • გაიღვიძებს თუ არა მიძინებული ვულკანები საქართველოში?
  • რა სარგებელი ან რა საფრთხეა ახალ გზაში?
  • რა უჯდება ქვეყანას იმ გზის მშენებლობა, რომლის რუსეთთან სიახლოვეც საზოგადოების ნაწილს დიდი ხანია აშინებს.
გადაცემა: 119 რაიონი, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
წამყვანი: მწერალი გურამ მეგრელიშვილი