ივლისი 2023 - My WordPress Website

9 კმ-იანი გვირაბის 7 კმ უკვე გაბურღულია

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 9 კმ-იანი გვირაბის 7კმ უკვე გაბურღულია.

 

პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4970 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.

 

 

შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით – TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

 

ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.

 

პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ადგილობრივ ფერმერებს მეცხოველეობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ჩაუტარდათ ტრენინგი„მეცხოველეობა“.

ორგანიზაცია „FAO” – ს წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის სფერო საქართველოში. ტრენინგის პირველი სესია წარიმართა თემაზე – მეცხოველეობა“ და ადგილობრივი ფერმერების დახმარება მაღალი ხარისხის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში, ხოლო მეორე სესია დაეთმო თემებს – „ცხოველების დაავადებები“ და „ყველის წარმოება“.

ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა რძისა და მისი შემადგენლობის, ლაქტაციის, კოლოსტრუმის, წველადობის ინტერვალების, რძის ჰიგიენური დამუშავებისა და პირუტყვის მოწველის პროცედურის ეტაპებზე. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რძის გაგრილებისა და პასტერიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.

 

 

შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 9 ფერმერი ქვეშეთიდან და არახვეთიდან.

ტრენინგი წარიმართა პრეზენტაციის რეჟიმში, რასაც შემდგომში მოჰყვა დისკუსია სხვადასხვა თემებზე.

ტრენინგების შემდგომი კურსი ჩატარდება თემაზე – „მასტიტი“: დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ფერმერების დახმარება მაღალი ხარისხის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში.