აპრილი 2024 - My WordPress Website

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

 

გარემოზე ნაკლები ზიანის მისაყენებლად და მდგრადი გარემოს უზრუნველოყოფის შესანარჩუნებლად სპეციალურად კობი-ქვეშეთის გვირავისთვის დამზადდა გვირაბის საბურღი TMB (Tunnel Boring Machine). 9 კმ-იან გვირაბში მალე დაიწყება საბოლოო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მოსახვას, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟსა და გზის საფარის მოწყობას.

 

აღსანიშნავია, რო  ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. რაც შეეხება ზოგადად ქვეშეთი-კობის პროექტს, ჯამში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანია ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. აღნიშნული მონაკვეთი უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით.

 

საქართველოს, როგორც ტურისტული ჰაბის, განსავითარებლად ქვეშეთი-კობის პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელ 5კმ-იანი ახალი გზის მშენებლობას. ახალი გზა უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით, შემციდრება გადაადგილების დროც. შესაბამისად, გუდაურის კურორტი მზად იქნება მეტი ვიზიტორის მისაღებად.

 

ქვეშეთი-კობის პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება. ამას გარდა, ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.

 

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება კი 1.2 მილიარდი ლარია.

 

ტრენინგის მონაწილეებს სამი მოტობლოკი გადაეცათ საჩუქრად

2024 წლის 18 აპრილს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (შემდგომში – „ფაო“), დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ტრენინგის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა 3 ერთეული მოტობლოკი სოფლების მიხედვით:

  • ერთი მოტობლოკი – ბედონი, არახვეთი, ქვეშეთის ფერმერებს
  • ერთი მოტობლოკი – ბენიან-ბეგონი, მუღურე, წკერეს ფემერებს
  • ერთი მოტობლოკი – სეთურები, ჯაღმიანი, კაიშაურნი, ზაქათკარის ფერმერებს

 

 

ყველა მოტობლოკისთვის გამოყოფილია ერთი პასუხისმგებელი პირი. მოტობლოკებს  მიწის დასამუშავებლად გამოიყენებენ ის ფერმერები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „ფაოს“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.

 

ტრენინგი მეკარტოფილეობაში

2024 წლის 29 მარტს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (შემდგომში – „FAO) აგრონომმა მიხეილ თაქთაქიშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩაატარა ტრენინგი მეკარტოფილეობაში, რომელიც წამყვანი ადგილობროვო დარგია მებოსტნეობაში.

აგრონომმა ისაუბრა სხვადასხვა თემის შესახებ, როგორიცაა ნიადაგის მომზადება, სათესლე მასალის შერჩევა/მომზადება, დათესვა, მცენარეთა კვება, დაავადებები და მათთან ბრძოლისა და პრევენციის საშუალებები.

ტრენინგის მონაწილეებმა გამოხატეს კმაყოფილება ჩატარებული ტრენინგის მიმართ, დაისვა კითხვები. ტრეინინგს დაესწრო 8 მცირე ფერმერი (7 ქალი, 1 კაცი) ქვეშეთიდან და ბედონიდან.