mancho oniashvili, Author at My WordPress Website - Page 3 of 6

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მეორე შეხვედრა ჩატარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად, ქვეშეთის სკოლაში ცნობიერების ამაღლების პროექტი გრძელდება. მოსწავლეებთან და სკოლის დირექციასთან „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა უკვე მეორე შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ეკოკლუბის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება სკოლაში, ასევე კლიმატის ცვლილების ზოგადი საკითხები. ქვეშეთის სკოლის მოსწავლეებს პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე, დირექციასთან ერთად დაიგეგმა „ეკოხედვის“ სპიკერების ლექციების განრიგი, ექსკურსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.

 

 

 

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ  კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.

დაგეგმილია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შეხვედრა ეკოკლუბის ბენეფიციარებთან, რათა შემუშავდეს ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმა გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.

პროექტის დასასრულს, ქვეშეთის საჯარო სკოლაში გაიმართება გარე ღონისძიება – პრეს-კონფერენცია, ნახატების გამოფენა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსების წარდგენა და პროექტის შეფასება.

 

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად, ქვეშეთის სკოლაში ცნობიერების ამაღლების პროექტი დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებთან ჩატარდა. „ეკოხედვის“ ექსპერტებმა ლექციის მიმდინარეობისას ისაუბრეს ზოგად გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გასათვალისწინებულ მიმართულებებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ასეთი ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება.

უფროსკლასელების გარდა, „ეკოხედვის“ წარმომადგენლები სკოლის დირექციასა და მასწავლებლებსაც შეხვდებიან. პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.

ხადის ხეობის განვითარება და დაცვა – ქვეშეთი-კობის ახალი გზის ფარგლებში 2022 წელს ხადას ხეობის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტთან კონსულტაციით, 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა კონკურსი ხადის ხეობის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს. საკონკურსო პირობები ჩამოყალიბდა სპეციალურად ისე, რომ უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევა.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი. ხადის ხეობის განვითარების გეგმის მომზადება მიზნად ისახავს, ახალი გზის მშენებლობის შედეგად, ხეობისთვის მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასა და გაზრდას, არსებული უნიკალური გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას, უკონტროლო მშენებლობების აკრძალვას და, ამავე დროს, ადგილობრივი თემებისთვის სარგებელის მოტანას. გეგმა დაადგენს დასახლებების სამშენებლო და არასამშენებლო არეალებს, გამოყოფს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებს, ფუნქციურ ზონებსა და ქვეზონებს, განსაზღვრავს ყველა საჭირო პირობას სამშენებლო ნებართვების გასაცემად, კანონმდებლობის შესაბამისად.

ასევე, იდენტიფიცირებული იქნება კონკრეტული პროექტები, რომელთა დაფინანსება სახელმწიფოს, ან კერძო სექტორის მიერ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით, გათვალისწინებული იქნება მათი ხედვები, იდეები, სურვილები და არგუმენტირებული მოთხოვნები. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ხადის ხეობის განვითარების გეგმას მოამზადებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის გათვალისწინებით.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს. პარალელურად  გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.

 

9 კმ-იანი გვირაბი კობში 9 კმ-იანი გვირაბი კობში

 

სულ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კმ-იანი  გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

 

9 კმ-იანი გვირაბი კობში 9 კმ-იანი გვირაბი კობში

 

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

 

თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1.5 საათში იქნება შესაძლებელი | გვირაბის მშენებლობა დაიწყო

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რაც შესაძლებელს გახდის, რომ თბილისიდან ყაზბეგამდე ჩასვლას 1.5 საათი დასჭირდეს.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის საუკუნის პროექტი, რადგან წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გზა ჩაკეტილია და მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს. ეს პროექტი კი მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

პრემიერის თქმით, დღის განმავლობაში გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი ავტომანქანა გადაადგილდება, საიდანაც 70% მსუბუქი, ხოლო დანარჩენი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანებია.

„ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად განტვირთავს ამ მონაკვეთს და ჩვენ შეგვეძლება, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვიდეთ თბილისიდან ყაზბეგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთიც. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელს ამიერკავკასიაში, 9 კილომეტრია მისი სიგრძე და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. პროექტი ჯდება 1,2 მილიარდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორ ორგანიზაციებს, აზიის განვითარების ბანკს და მშენებელ კომპანიას, რომელიც ძალიან მაღალი დონის სამუშაოებს ახორციელებს. მადლობა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს. გუდაურის შემოვლითი გზაც აშენდება და გუდაურში ასევე 1 საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან ჩასვლა. ეს, რა თქმა უნდა, განტვირთავს გუდაურს და აქცევს თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  

გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ სიგრძისა და 15მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე  34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს.

ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

 

წყარო: business-partner.ge

 

ვაკანსიები ქვეშეთი-კობის პროექტში

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიები შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

 

-20 მუშა

-5 შემდუღებელი

 

სამუშაო ადგილი: დიდველი, კაიშაურის პლატო

სამუშაოს სპეციფიკა: გვირაბის მშენებლობა

ასაკი: 25-დან 55 წლამდე

საცხოვრებელი ადგილი: დიდველის ბანაკი (აუცილებელი მოთხოვნა)

კომპანია დასაქმებულს კვებით არ უზრუნველყოფს.

 

______________

 

-10 მუშა

 

სამუშაო ადგილი: სოფ. არახვეთი, ლითონის დასამუშავებელი საამქრო (ახალი ხიდის ტერიტორია)

სამუშაოს სპეციფიკა: არმატურის ქსოვა, ლითონის ელექტროშედუღება

ასაკი: 25-დან 55 წლამდე

კომპანია დასაქმებულს კვებით, ტრანსპორტით და საცხოვრებლით არ უზრუნველყოფს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ ნომრებზე: 579 90 71 99 – გოჩა მღებრიშვილი; 599 46 39 91 – მიხეილ ჯაღმაიძე.

 

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის საბურღი დანადგარის (TBM) სატესტო ჩართვა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

 

პროექტის ფარგლებში გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის აწყობისა და ტესტირების სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზაშია.

 

ტესტირების პროცესში წარმატებით დასრულდა დანადგარის პირველი სატესტო ჩართვა და საბურღი დანადგარის დატრიალება. 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები კი სექტემბრის თვიდან დაიწყება.

 

TBM დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა მსოფლიოში. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამასთანავე, მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებასაც, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტებს.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით ტრანსპორტის უწყვეტ და უსაფრთხო გადაადგილეაბას წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელს გახდის. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, რომელიც ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობა კი გადაადგილების მუდმივ პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.

 

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კილომეტრი, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ იარსებებს.

 

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო | იმედის დილა, “საქართველოს გზები”

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა საქართველოს მთავარი გზის მაგისტრალის მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა რეგიონის მასშტაბით.

ასევე, უპრეცედენტოა 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბიც, რომლის მშენებლობაც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი. სპეციალურად მის ასაშენებლად დამზადებული საბურღი დანადგარი, TBM კი უკვე საქართველოშია და მისი კობის მიმართულებით ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სულ 23 კმ. სიგრძის, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

 

წყარო: imedi.ge

 

უფასო სამედიცინო შემოწმება ადგილობრივებისთვის – დილა მშვიდობისა საქართველო

ქვეშეთი -კობის ახალი გზის პროექტის მხრდაჭერით ქვეშეთის თემსა და ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ 20-მდე სხვადასხვა კვალიფიციურ პერსონალთან გაიარა უფასო კონსულტაციები, რის შემდეგაც მათ ასევე უფასოდ გადაეცათ პირველადი საჭიროების მედიკამენტები.

აქციის ფარგლებში სამედიცინო შემოწმებებში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სიუჟეტი.

 

 

წყარო: Rustavi 2

უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ხადის ხეობის მოსახლეობისთვის

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ხეობას კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები ეწვივნენ, რომლებიც ლოზუნგით – „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს აგრძელებენ.

„ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, უფასოდ ჩატარდა ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ოფთალმოსკოპიური კვლევები.

გარდა ამისა, თბილისიდან ჩასულმა კიდევ ერთმა სამედიცინო ბრიგადამ, საცხოვრებელ სახლებში გაუწია კონსულტაციას იმ პაციენტებს, რომელთაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, გადაადგილება არ შეეძლოთ. აქციის ფარგლებში, პაციენტებს, ექიმის რეცეპტის შესაბამისად, მედიკამენტებიც გადაეცათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

ამასთან, ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

„ამ ადამიანებისათვის მსგავსი ტიპის მომსახურების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირად არ აქვთ ამის საშუალება. გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, მაგალითად, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. მანამდე კი, პროექტის მიმდინარეობისას, ვეცდებით, მსგავსი აქციებით დავეხმაროთ აქ მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

 

წყარო: Ipn.ge